მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო სასადილოებით მომსახურებაზე ტენდერები გამოცხადდა

5c04e06e8b213
თამუნა დემეტრაშვილი
03.12.18 11:48
877
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურებაზე სახელმწიფო ტენდერები გამოცხადდა.

ჯამურად 10 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერები  ისნის, საბურთალოს, ნაძალადევის, გლდანისა და დიდუბის რაიონის გამგეობებმა უკვე გამოაცხადეს.

ისნის რაიონში, 4800 სოციალურად დაუცველის გამოკვებისთვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საბურთალოს რაიონში 1794 ბენეფიციარისთვის - 851 ათასი, ნაძალადევში 6941 ბენეფიციარისთვის - 3,3 მილიონი ლარი, გლდანში 6480 ბენეფიციარისთვის - 3 მილიონი, ხოლო დიდუბეში 2200 ბენეფიციარისთვის კი - 1 მილიონი ლარი.

გამარჯვებულმა კომპანიებმა, სოციალურად დაუცველების საკვებით უზრუნველყოფა 2019 წლის 1 იანვრიდან, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყონ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები