საფრანგეთში სამმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სოციალური ქსელების, Facebook, Twitter დაYouTube-ის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ, იმის გამო რომ ისინი ვერ უმკლავდებიან შეურაცხმყოფელი შინაარსის კონტენტს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, ვებ-გევრდები ვალდებულები არიან წაშალონ კონტენტი, რომელიც შეიცავს, რასისტულ, ჰომოფობიურ ან ანტისემიტურ მასალას და ამის შესახებ ხელისუფლებას აცნობოს.
თუმცა ფრნგულ-ებრაული UEJF, ასევე აქტივისტები რომლებიც ჰომოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ იბრძვიან აცხადებენ, რომ ინტერნეტ რესურსების წარმომადგენლობებმა სიძულვილის ენის შემცველი კონტენტიდან მხოლოდ ნაწილი წაშალეს. Twitter-მა მხოლოდ 4%, Youtube-მა 7%, Facebook-მა კი 34% წაშალა.
2015 წლის დეკემბერში Facebook, Google და Twitter შეთანხმდნენ გერმანიის ხელისუფლებასთან სიძულვილის ენის შემცველი პუბლიკაციები 24 საათში წაშალონ მომხმარებლის სივრციდან.

























