მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უფლებამოსილების ამოწურვამდე 11 თვე მქონდა, ამიტომ უნივერსიტეტისგან შემოთავაზებას დავთანხმდი - იმერლიშვილი

ირინე იმერლიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ირინე იმერლიშვილი ტელეკომპანია "ფორმულასთან" განმარტავს, რის გამო დატოვა სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

მისი თქმით, უფლებამოსილების ამოწურვამდე 11 თვე ჰქონდა დარჩენილი და კერძო უნივერსიტეტისგან შეთავაზებას დასთანხმდა.

"მე მქონდა დარჩენილი 11 თვე უფლებამოსილების ამოწურვამდე და ვინაიდან იყო შემოთავაზება კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტისგან რექტორის პოზიციაზე, მე მივეცი თანხმობა აქედან გამომდინარე. ახლა რახან იყო ეს შემოთავაზება, მე მივიღე გადაწყვეტილება სწორედ ამ ვადებიდან გამომდინარე, რაც მქონდა დარჩენილი, მომავალში იქნებოდა თუ არა ვერ გეტყვით", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები