რაჭაში მომხდარმა სტიქიამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა, აქვს თუ არა ქვეყანას ინფორმაცია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების რისკებზე, პროგნოზებსა და პრევენციაზე. რამდენად შესაძლებელია მსგავსი ბუნებრივი მოვლენების პრევენცია და აქვს თუ არა ქვეყანას შესაბამისი მონიტორინგის სისტემები? შესაძლებელი იყო თუ არა შოვის სტიქიის პრევენცია და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში გეოლოგიური პროცესების განვითარებაზე პროგნოზირება?