მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, ყველაზე კარგად ეს მიმართულება ვიცი"

5750677494337
BM.GE
02.06.16 21:04
1555
"გარწმუნებთ, გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ კვირიკაშვილი", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, მას მინისტრებიდან ყველაზე ხშირად შეხვედრა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრთან აქვს.
 
"უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, ერთი მიზეზით მხოლოდ: ყველაზე მეტად ვცდილობ ეკონომიკას დავეხმარო, ყველაზე კარგად ეს მიმართულება ვიცი. სხვა მინისტრებთან არავითარი შეხება არ მაქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები