მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UG ინოვატორის გამარჯვებული გუნდები, მასწავლებლები და მომავლის იდეები გამოვლინდნენ

საქართველოს უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი ინოვაციური კონკურსის - „UG ინოვატორის“ ფინალური Demo Day გაიმართა, სადაც 10-მა ფინალისტმა გუნდმა საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინა. მრავალეტაპიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ ის ახალგაზრდები და მასწავლებლები, რომლებმაც ყველაზე წარმატებით შეძლეს რეალური პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტებად გარდაქმნა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები - 5000, 3000 და 2000 ლარის ოდენობით. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული გუნდების მენტორ-მასწავლებლებიც, ხოლო გამარჯვებულ სკოლებს საპატიო სიგელები გადაეცათ. კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო მონაწილეობის სერტიფიკატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები