მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UG სკოლა - ახალი საერთაშორისო პროგრამების სკოლა ბაზარზე

5e4e97c97a84e
BM.GE
21.02.20 09:00
4535
UG კემბრიჯის საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო კომპლექსია საქართველოში, რომელიც სკოლასა და ბაღს მოიცავს და მართლაც იდეალურ გარემოს წარმოადგენს ბავშვებისთვის.

"UG სკოლა პროგრესული განათლების სურვილიდან დაიბადა, ჩვენ გვჯერა, რომ მოზარდებს ვაძლევთ შესაძლებლობას განუვითარდეთ უნარები, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ", - თინათინ თოფურია, UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსი.

2018 წლის ივლისში UG სკოლა კებრიჯის რეგისტრირებული სკოლა გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლა უფლებამოსილია დანერგოს ბრიტანული სასწავლო პროგრამა სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ჩაატაროს ბრიტანული ეროვნული გამოცდები სკოლაშივე. ეს კი თავის მხრივ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ კემბრიჯის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ვინაიდან ჩვენ ბრიტანული პროგრამის პარალელურად უარს არ ვამბობთ ქართულ პროგრამაზე, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა 12 წლის შემდეგ მიიღონ როგორც ქართული სკოლის დამამთავრებელი ატესტატი, ასევე ბრიტანული სკოლიის დამთავრების სერტიფიკატი.

"ჩვენთან 2019-2020 აკადემიური წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ სკოლას უახლოსი სტანდარტების შენობა შეემატა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ამასთან 2020 წელს ჩვენმა მოსწავლეებმა, სკოლის სრული დაფინანსებით პირველად იასპარეზეს შტატებში გამართულ ახალგზარდა ფიზიკოსთა ტურნირზე, სადაც მსოფლიოს 14 წამყვანი სკოლის გუნდებს შორის მე-5 ადგილი დაიკავეს. ხშირად მეკითხებიან, რა არის ის რაც განგასხვავებთ სხვა კერძო სკოლებისგან? პასუხი მარტივია, ჩვენ სკოლაში ყველაფერი ერთ სივრცეშია - ქალაქის შუა გულში გვაქვს კვალიფიციური მომსახურება, მოზარდის განვითარების ნებისმიერი მიმართულებით - იქნება ეს სპორტი, შემეცნებითი თუ შემოქმედებითი აქტივობა. სკოლაში ფუნქციონირებს უამრავი კლუბი თუ სტუდია, საკვირაო სკოლები, ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე, ვატარებთ შემეცნებით გასვლით ტურებს საზღვარგარეთ,გვაქვს უახლესი, ევროპული სტანდარტების შენობა და ინფრასტრუქტურა.და რაც მთავარია, ვიძლევით საერთაშორისო ატესტატს, გავდივართ საერთაშორისო პროგრამებით და ამას ვახერხებთ უპრეცედენტოდ დაბალ, მშობლისათვის ხელმისაწვდომ ფასად.როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო პროგრამები თბილისში 15000 ლარზე ნაკლები არ ღირს, რაც წარმოუდგენელი და გადაუხდელი თანხაა ჩვენი მოსახლეობისათვის. ამიტომ არის, რომ თბილისში აქამდე საერთაშორისო დონის განათლებას მხოლოდ უცხოელი ბავშვები იღებდნენ. ჩვენი სკოლა ამას შეცვლის. საუკეთესო განათლება უკვე ქართველი ბავშვისთვისაც ხელმისაწვდომია.

დაწყების დღიდან დღემდე მთავარი ღირებულება განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვაა. სკოლის მიზანი ისეთი თაობის აღზრდაა, რომელსაც ექნება კარგი ცოდნა და განვითარებული ფიზიკური და გონებრივი უნარჩვევები, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს უნივერსიტეტებში, ისე ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში საზღვარგარეთ.

„ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად შევქმენით სასწავლო გარემო, რომელიც შეესაბამება იმ პროგრესულ და საერთაშორისო სასწავლო პროგრამას, რომელსაც ჩვენი გუნდი ქმნის", - აღნიშნავს UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსი თინათინ თოფურია.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები