ივანიშვილის „ქართული ოცნების“ რეჟიმმა გააუქმა ამერიკული კომპანიების შეთავაზებები და საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ქართველებს სურთ ამერიკელებთან ერთად საქმის კეთება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ჩინეთს აძლევს მოქმედების თავისუფლებას.
„ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, ხოლო არალეგიტიმური ბიძინა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს. 2020 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყოველ ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები“, - წერს უილსონი.
Ivanishvili’s Georgian Dream regime cancelled bids by American companies & sold out Georgia’s critical Black Sea port to the CCP. Georgians want to do business with America while illegitimate Bidzina gives Chinese Communist Party free rein. Since 2020, every infrastructure…
— Joe Wilson (@RepJoeWilson) March 6, 2025




























