სამეფო სპორტის სახეობად აღიარებული ჩოგბურთის უძველესი ტურნირი - უიმბლდონი კვირას დასრულდა. ბალახის საფარზე სწრაფ ტემპში თამაში ყოველთვის გარანტირებულ სანახაობას გვპირდება, და წელსაც იმედი არ გაგვცრუებია. ვაჟთა შორის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს სპორტის ამ სახეობის ორი უდიდესი ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ, რაც ამ უკანასკნელის ტრიუმფით დასრულდა.
ირაკლი მოდებაძე - #BMG-ის რეპორტიორი;