მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ბრილიანტად მიჩნეული "Williamson Pink Star" Sotheby's აუქციონზე იყიდება.
ვაჭრობა ქვის შეძენის მსურველებს შორის 5 ოქტომბერს, ჰონგ-კონგში გამართულ აუქციონზე გაიმართება. ვარაუდობენ, რომ 11.15 კარატიანი ქვის ღირებულება 21 მლნ დოლარს გადააჭარბებს.
СNN წერს, რომ ეს ბრილიანტიც იმ საბადოდან არის, საიდანაც მოიპოვეს კიდევ ორი ცნობილი ქვა. ერთი მათგანია 59.60 კარატიანი „CTF Pink Star“, რომელიც 2017 წელს აუქციონზე 71.2 მლნ დოლარად გასხვისდა. მეორე ქვა კი, 23.6-კარატიანი ბრილიანტი კანადელმა გეოლოგმა ჯონ უილიამსონმა ბრიტანეთის დედოფალს ელიზაბეთს საქორწინო საჩუქრად მიართვა.
Sotheby's აქციონამდე "უილიამსონის ვარდისფერ ვარსკვლავს“ დუბაიში, სინგაპურსა და ტაიპეიში წარადგენენ.