მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უჯაფო" ბოსტნეულს ახალ შეფუთვებში გამოუშვებს"

5c8e04c62fed9
ანუკა ჯოხაძე
17.03.19 14:23
2133
“უჯაფო” ბოსტნეულს ახალ ვაკუუმ-შეფუთვებში გამოუშვებს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ტორონჯაძემ bm.ge-თან განაცხადა.

კომპანიამ დაჭრილი ბოსტნეული ბაზარზე პირველად წელიწადნახევრის წინ გამოუშვა, თუმცა ეს პროდუქცია ბაზრიდან მალევე გაქრა, მიზეზად კი, შეფუთვასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.

ამ ეტაპზე, “უჯაფოს” წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ჭარხალი, გახეხილი სტაფილო და კარტოფილი ახალ, აბაზანის ფორმის ჭურჭელში მოთავსდება“.

გიორგი ტორონჯაძის ინფორმაციითვე, კომპანია ზაფხულში ბათუმშიც გამოჩნდება.

“ძველმა შეფუთვამ იმიტომ არ გაამართლა, რომ თუნდაც კარტოფილი, რომელსაც ბაზარში ყიდულობთ ან რომელიმე მარკეტში, იქიდან ძალიან ბევრი არის გაფუჭებული, რომლის გადაყრაც გიწევთ. ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი უკვე გამზადებულია, გადარჩეულია და ის ცუდი უკვე გადაყრილია ანუ სუფთა წონას ყიდულობთ. შესაბამისად, ის დანაზოგი და ის თანხა, რომელიც თქვენ ზედმეტად უნდა გადაგეხადათ, აქ უკვე აღარ „გირტყამთ“. მიხვდა ხალხი ამას, გაიაზრეს და შესაბამისად აისახა გაყიდვებზე.

მოლოდინები ბაზრიდან დიდია, რადგან ვაკუუმ პაკეტებში რაც გვქონდა შეფუთვები, ისინიც კარგად იყიდებოდა, ახლა კი, იქნება აბაზანის ფორმის შეფუთვები, სადაც მოთავსდება ჭარხალი, გახეხილი სტაფილო და კარტოფილი“, - ამბობს “უჯაფოს” დამფუძნებელი გიორგი ტორონჯაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები