ექიმების განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში დღეს არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, რომელიც კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააკონტროლებს. შესაბამისად, მათი თქმით, საავადმყოფოს მფლობელის მთავარი ინტერესი მიღებული შემოსავლებია და არა იმაზე ზრუნვა, რომ ხარისხობრივი სტანდარტები დააკმაყოფილოს.
„ვიღაცა ავეჯის მაღაზიის მფლობელმა რატომ უნდა გახსნას ტრადიციულ საქართველოში კლინიკა? ამ ნაწილში რეგულაციების მომხრე ვარ. პირველ რიგში აქედან უნდა დავიწყოთ. 26 მილიონს რომ დახარჯავს კლინიკის მშენებლობაში, როდის უნდა ამოიღო ის 26 მილიონი, თუ შენ კარუსელს არ ჩაატარებ?“-აცხადებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია.
„სავადმყოფო, მფლობელი პირველ რიგში ითხოვს დილით რამდენი ფული შემოვიდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება რეგულაციებს, გასაგებია, მესმის, რომ ძალიან კარგია, რომ გაკეთდა რეგულაციები რომელიც ეხება ფართობებს, მაგრამ უკაცრავად, უნიტაზი არ არის საავადმყოფო. მთავარი რაც არის, არავინ არ ითხოვს ხარისხის მაჩვენებლებს. შემოსდის სავადმყოფოს მფლობელს მაგალითად 10 მანეთი და რატომ დახარჯოს იმ ფულიდან, არავინ არ თხოვს ამას.
მე მომხრე ვარ, რომ დიდი კონკურენცია იყოს, მაგრამ როცა გაქვს სტატისტიკა, ჩემს დარგს რომ დავუბრუნდე, მაგალითად მშობარობს X რაოდენობა ქალბატონების. ამ რაოდენობას სჭირდება საქართველოს მასშტაბით Y რაოდენობა სამეანო საწოლები. რომ უყურებ, რომ 1000 Yგაქვს უკვე, ნუღა აძლევ ამ ლიცენზიას “-აცხადებს BM.GE-თან ინტერვიუში ექიმი ზაზა სინაურიძე.

























