კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევანი უკვე გააკეთა.
მისი თქმით, ხმა განვითარებულ საქართველოს მისცა.
„ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ევროპული კეთილდღეობის, განვითარებულ და ძლიერ საქართველოს მივეცი ხმა. უკან დავტოვოთ რუსული უკანა ეზო, სადაც აღმოვჩნდით. კარგი ისაა, რომ დილაადრიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 150 მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ამომრჩეველმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უნდა გააფერადოს საქართველოში არსებულ უბნებზე, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე - შემოხაზონ.