მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკანონო პროტესტმა მაღაროების ჩამოქცევა გამოიწვია“ - კომპანია CMC

მანგანეზი
BM. GE
20.08.24 21:29
1056

შუქრუთის და კოროხნალის მაღაროებში ჩამოქცევა დაიწყო „უკანონო პროტესტმა მაღაროების ჩამოქცევა გამოიწვია“ - კომპანია CMC

ხუთ თვეზე მეტია ჭიათურაში მდებარე ორ მაღაროში გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა, რის გამოც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში ჩამოქცევის პროცესები დაიწყო.

რადიკალურ ჯგუფს მაღაროები თვითნებურად აქვთ გადაკეტილი და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს მუშაობის უფლებას არ აძლევენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მაღაროების ყოველდღიური გადამაგრებაა საჭირო, რათა ადგილზე გვირაბების ჩამოქცევა, დატბორვა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება კიდევ უფრო არ გაფართოვდეს.

ამასთან, მაღაროებში გამორთულია განიავების სისტემები. „მაღაროების პარალიზებამ გამოიწვია გამაგრებითი ხის მასალების ლპობა, აგრეთვე ელექტრო დანადგარების დანესტიანება და გადამაგრებით სამუშაოებზე ტექნიკური პერსონალის ვერ შეყვანა. შედეგად გადამაგრებითი სამუშაოები ვერ ტარდება, შედეგად მოხდა ჩამოქცევა. მაღაროებში უსაფრთხოების მდგომარეობა დღითი დღე უარესდება,“ განაცხადა კომპანია CMC-ის შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ხვიჩიამ. კომპანიამ არაერთხელ სცადა მაღაროების გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, თუმცა რადიკალური ჯგუფი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

„მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით პროკურატურამ პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები