საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 10 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაკაავეს ორი პირი, რომლებიც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ვალუტის გაცვლით ოპერაციებს აწარმოებდნენ. უწყების ინფორმაციით დაკავებულებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, მათ შორის: 47 396 ლარი, 110 450 რუსული რუბლი, 37 700 თურქული ლირა, 1 050 ევრო, 40 300 სომხური დრამი და 1 106 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.




























