მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია" - ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა

ალექსანდრე თამაზაშვილი
22.10.25 20:54
1113

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია.

როგორც ის აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილს არასოდეს გადაუდგამს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

"უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს…. ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგამს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს...",- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში იმსჯელებს. სუს-ში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი დღეს გამოიკითხა და მან აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები