მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკანონოდ გამოგვაძევეს ორგანიზაციიდან, რომელიც ჩვენი ხელით შევქმენით"

5c974e1c648c2
თამუნა ქემერტელიძე
24.03.19 13:37
995

"უკანონოდ გამოგვაძევეს ორგანიზაციიდან, რომელიც ჩვენი ხელით შევქმენით“,-ამის შესახებ განცხადება თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად “ გააკეთა.

“ბანკის თემა ამოწურულია მაგრამ ამოწურული არაა პრობლემა, ჩვენთან როგორც ბანკის დამფუძნებლებთან. ეს თემა ასე ვერ დამთავერდება. მე არაერთხელ მითქვამს მე ჩემს ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ. ჩვენ უსამართლოდ უკანონონდ გამოგვაძევეს იმ ორგანიზაციიდან, რომელიც ჩვენი ხელით შევქმენით 7 ათას ადამიანთან ერთად. არ გამოვა, რაც არ უნდა იძახონ პოლიტიკოსებმა, რომ მამუკა ხაზარაძე და თიბისი ცალცალკეა … 200 მილიონი დაკარგეს ჩვენმა ინვეტორებმა ერთ თვეში და დაახლოებით ორ კვირაში როცა მე გადავდექი ისევ იმ ნიშნულზე ავიდა, ამას იცით პოლიტიკოსები როგორ უყურებენ? ხო ავიდა ფასიო? და ის ვინც დაკარგა სახლში წავიდა თუ როგორაა ეს დამოკიდებულება? ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ ეს თემა ესე არ დამთავრებულა”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები