მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკანონოდ გათავისუფლებისთვის, თანამდებობის პირებს მატერიალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ"

5ab0dcc2ed884
თელარა გელანტია
20.03.18 14:04
576
ხვალ, სასტუმრო „ბეტსში“ სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტი და ფირდირიხ ებერტის ფონდი „2013-2017 წლებში სამსახურიდან გათავისუფლებულთა საქმეების სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ანალიზის” კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, საჯარო სექტორში დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების საქმეების შესწავლამ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში სასამართლოებისადმი მიმართვიანობის სტატისტიკა მზარდია, ისევე როგორც სახელწმიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

„ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გადაწყვეტილებების სამივე ინსტანციაში გასაჩივრების პრაქტიკა კვლავ გრძელდება და ადმინისტრაციული ორგანოები არ იყენებენ დავების მორიგებით დასრულების შესაძლებლობას, რაც არნახულად ზრდის იძულებითი განაცდურის ოდენობას და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების არაპრპორციულ დანახარჯებს. სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ 2013 წლიდან მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწვეტილებების რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2010-2103 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 16% იყო, ხოლო 2013-2017 წლებში 60%-ს გაუტოლდა“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ორგანიზაციების შეფასებითვე, განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება გამოიკვეთა სახელმწიფოს ასპროცენტიან საკუთრებაში არსებულ შპს საქართველოს ფოსტაში.
„2013-2017 წლებში საქართველოს ფოსტის ადმინისტრაციის განგრძობითი, უკანონო გათავისუფლებების შედეგად იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებული კომპენსაციის საერთო ოდენობამ მილიონ ორასოთხმოცდასამი ათასი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით საქართველოს ფოსტამ 149,000 ლარი გადაიხიდა. კვლევის შედეგად გამოვლენილი საგანგაშო ტენდენციები სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების პრქტიკული მექანიზმების შემუშავების გადაუდებელ აუცილებლობას წარმოშობს. ერთ-ერთი რეკომენდაცია მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებას, რაც შექმნის შესაძლებლობას მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ თანამდებობის პირებს, რომელთა მრავალჯერადი, ერთგვაროვანი და განგრძობითი ქმედებების შედეგად სასამართლოს მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისთვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრებამ გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტის არაგონვრული და არათანაბარზომიერი ხარჯვა“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები