„უკეთესი დიდი პროექტი მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არის“ - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში, ქართული მთის ღორის სანაშენე ფერმის მოწყობაზე თემის კომენტირებისას განაცხადა.
„უკეთესი პროექტი არ არსებობს, რომელიც არის ქართული ჯიშის გადარჩენისთვის. ეს მაღალმთიანი რეგიონებისთვის უკეთესი საშუალებაა. ამასთან, პროექტის უკან ყველაზე სახელგანთქმული კომპანია „იბერიკო“ დგას“- განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდისა“ და ესპანელი პარტნიორების ერთობლივი პროექტი, ქართული უნიკალური მთის ღორისგან პირველად საქართველოში ჰამონის წარმოებასა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ულტრათანამედროვე საწარმოს შექმნას გულისხმობს. პროექტი შვიდი ეტაპისგან შედგება. ღორების ფერმის ინვესტიციის საერთო მოცულობა 12 მლნ აშშ დოლარია.

























