მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკეთესი, ვიდრე ნაღდი ფული“ - ოქროში ინვესტირების ახალი შესაძლებლობა Gold.ge-ზე

ეკონომიკური მერყეობისა და ინფლაციის ფონზე, ფიზიკური ოქრო კაპიტალის დაცვისა და სიმდიდრის შენარჩუნების უალტერნატივო სტანდარტად რჩება. დღეიდან ეს სტაბილურობა საქართველოში სრულიად ახალი ფორმითაა ხელმისაწვდომი. ქართულ ბაზარზე ახალი პლატფორმა Gold.ge გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს საინვესტიციო კლასის, უმაღლესი სინჯის გერმანული და შვეიცარიული ოქროს შეძენას სთავაზობს. კომპანიაში LBMA-ს მიერ აკრედიტებული ქარხნებიდან საუკეთესო საინვესტიციო კლასის მონეტები და ზოდებია წარმოდგენილი. საგადასახადო კოდექსში შესული მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, საინვესტიციო ოქრო დღგ-სგან სრულად გათავისუფლდა, რამაც პლატფორმას საშუალება მისცა, ბაზარზე უპრეცედენტოდ დაბალი საოპერაციო პრემიუმი დაეწესებინა. კაპიტალის დივერსიფიკაციის გარდა, კომპანიის მიზანი საქართველოში საჩუქრის კულტურის ძირფესვიანად შეცვლაა. როგორ მუშაობს ინვესტირების ახალი ეკოსისტემა, სად და როგორ შეგვიძლია ფიზიკური ოქროს შეძენა?

რა შესაძლებლობებს ქმნის პლატფორმა როგორც კერძო ინვესტორებისთვის, ისე ბაზრის განვითარებისთვის, როგორია მოთხოვნა და რა მოლოდინები აქვს კომპანიას რეგულაციური ცვლილებების ფონზე?

სტუმარი: ნუგზარ ჭაჭიაშვილი - Gold.ge, დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები