მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უხარისხო საწვავის გამო - ბენზინგასამართი სადგურები ₾2 მლნ-ით დააჯარიმეს

უხარისხო საწვავის რეალიზაციისთვის ბენზინგასამართი სადგურები 2 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა როგორც ბენზინის ისე დიზელის საწვავის ხარისხობრივი პარამეტრების ლაბორატორიული კონტროლისას. როგორც ირკვევა, არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორების მხრიდან ადგილი აქვს საწვავში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების გადარევის შემთხვევებს. ასეთი ტიპის საწვავი კი არასტანდარტული და დაბალი ხარისხისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები