ბენზინგასამართი სადგურები უხარისხო საწვავის რეალიზაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა 100-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურში დიზელის და ბენზინის საწვავის სტანდარტებთან შეუსაბამობა დაადგინა. დიზელის საწვავის 80 ნიმუშიდან 25-ში, ბენზინის 20 სინჯიდან კი 3-ში დარღვეული იყო რამდენიმე პარამეტრი, მათ შორის გოგირდის შემცველობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებული კომპანიების ვინაობა კონფიდენციალურია, თუმცა საქმის მასალები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.
სტუმარი: ვახტანგ იობაშვილი - ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი;