მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უხეში დათვლებით, საქართველოში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია - ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ქვეყანაში, უხეში დათვლებით, 20-დან 25 000-მდე არალეგალი მიგრანტია.

როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ზუსტი მონაცემის დადგენა რთულია.

"სამწუხაროდ, ზუსტი რიცხვის დაანგარიშება ძალიან ჭირს იმის გამო, რომ ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს, სხვადასხვა უწყება აღრიცხავს.

უხეში დათვლებით, რა ინფორმაციაც გვაქვს, დაახლოებით ამწუთას ქვეყანაში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია, შეიძლება მეტიც იყოს. ამას ემატება ადამიანები, ვისაც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს",- თქვა შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები