მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უხვმა ნალექმა ბათუმის რამდენიმე მონაკვეთი დატბორა

ბათუმი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიტბორა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს და ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა.

"ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის ვიცემერი და მერიის შესაბამისი სამსახურები. მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.

„ბათუმის წყლის" ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეტყობინებებზე მოხდა სწრაფი რეაგირება",- აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები