მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უხვმა ნალექმა სარმის ხიდი დააზიანა - სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია

გლოლა

გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა ნაწილობრივ დააზიანა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ამ დროისათვის აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"სტიქიის ადგილზე გვიან ღამით იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, რომლებიც გაეცნენ არსებულ ვითარებას.

დილიდან ოპერატიულად დაიწყო ტექნიკის მობილიზება და ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები