მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკიდურესად ღარიბი ოჯახების რაოდენობა რეგიონების მიხედვით

5a9277e68afcb
მეგი კავთუაშვილი
25.02.18 19:00
1453
ბოლო მონაცემებით, ფულად სოციალურ დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132 016 ოჯახი იღებს. მათ შორის, 37 812 კი უკიდერუსი სიღატაკის ზღვარს მიღმაა. რაც იმას ნიშნავს, რომ არც საცხოვრებლად და არც გამოსაკვებად ელემენტარული პირობები არ გააჩნია.

უღარიბესი მოსახლეობის წილით თბილისი ლიდერობს. დედაქალაქში ფულადი სოციალური დახმარების მიმღები 30 628 ოჯახი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა იმერეთი 19 014 ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახით. შემდეგი კი სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც სოციალურ შემწეობას ყოველთვიურად14 326 ოჯახი იღებს.

სხვა რეგიონების მიხედვით კი სურათი ასე გამოიყურება:
კახეთი - 14 736 უღარიბესი ოჯახი
შიდა ქართლი - 13 384 უღარიბესი ოჯახი
ქვემო ქართლი - 12 558 უღარიბესი ოჯახი
აჭარა - 8 726 უღარიბესი ოჯახი
მცხეთა მთიანეთი - 5 278 უღარიბესი ოჯახი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 5 338 უღარიბესი ოჯახი
გურია - 4 698 უღარიბესი ოჯახი
სამცხე ჯავახეთი - 3 300 უღარიბესი ოჯახი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები