მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა და ლატვია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ლატვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიასთან უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმება გააფორმა. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ტალინში გამართულ ჩრდილოეთისა და ბალტიის ქვეყნების სამიტზე მოეწერა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინული გამოცდილება პარტნიორების უსაფრთხოების განმტკიცებას დაეხმარება.

თავის მხრივ, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ქვეყანას ტექნოლოგიურ ცოდნასა და ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებს მისცემს. როგორც კულბერგსმა მედიას უთხრა, უკრაინულმა მხარემ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა ყველაზე კარგად იცის, შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა მხოლოდ წაადგება ლატვიის უსაფრთხოებას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ლატვია გახდა რიგით მეექვსე სახელმწიფო, რომელიც კიევის მიერ ინიციირებულ დრონების სფეროში თანამშრომლობის პროგრამას შეუერთდა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს უკრაინელმა თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პარტნიორობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ანალოგიური ხელშეკრულებების გაფორმების მიმართ ინტერესს უკვე აქვს გამოხატული 20-მდე ქვეყანას, რომლებთანაც მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები