მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ერთ დღეს NATO-ს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება - მარკ რიუტე

რიუტე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსს მომავალში შეუერთდება, როგორც მისი 33-ე ან 34-ე წევრი. რიუტემ ეს განცხადება ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან გააკეთა.

რიუტეს თქმით, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება, თუმცა არ გამორიცხა, მის წინ სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს. მან დასძინა, რომ მოკავშირეები ამჟამად ორიენტირებულნი არიან ძალისხმევაზე, რომელიც გზას უხსნის უკრაინის გაწევრიანებას.

"კითხვაზე თუ როდის, ამჟამად პასუხის გაცემა არ შემიძლია. მაგრამ ცხადია, ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატოს წევრი გახდება",- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, NATO-ს შტაბ-ბინაში ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების 17-18 ოქტომბრის შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. მოსალოდნელია, რომ ლიდერები მათ შორის უკრაინის "გამარჯვების გეგმას" განიხილავენ. გეგმის ხუთი პუნქტიდან პირველი სწორედ NATO-ში გაწევრიანებას ეხება.

ამასთან, ბრიუსელში მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა. ზელენსკი სხდომის დაწყებამდე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე ევროპული საბჭოს სხდომაზე ლიდერებს სიტყვით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები