მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა რუსული და ბელორუსული სატვირთოებისთვის გზების ჩაკეტვას ითხოვს – "სავაჭრო ბლოკადაში უნდა მოვაქციოთ"

622dc2a1b475a
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 14:05
1202
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მინისტრებთან რუსეთისა და ბელორუსისთვის სატვირთო გადაზიდვებისთვის გზების ჩაკეტვის პერსპექტივა განიხილა.

ონლაინ შეხვედრა პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებთან შედგა. აქვე ჩართული იყო ევროკომისარი სატრანსპორტო საკითხებში.

უკრაინის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი.

"კიდვ ერთხელ ყურადღება გავამახვილე რუსული და ბელორუსული ავტოტრასნპორტის(განსაკუთრებით სატვირთო მანქანების) დაბლოკვის მნიშვნელობაზე ევროკავშირის გზებზე. კერძოდ, ჩვენ ველით, რომ ოკუპანტსა და მის მოკავშირეებს უარს ეტყვიან საერთაშორისო ტვირთების მათი გზებით გატარებაზე. რუსეთი სავაჭრო ბლოკადაში უნდა მოვაქციოთ",– თქვა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები