პარიზში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც ომში მყოფი ქვეყანა ფრანგული წარმოების 100 მოიერიშე თვითმფრინავს, Rafale-ს შეიძენს. საუბარია 10-წლიან კონტრაქტზე, რომელიც უკრაინასა და საფრანგეთს შორის დადებული გრძელვადიანი სტრატეგიული გარიგების ნაწილია. ის მოიცავს არამარტო თვითმფრინავების, არამედ საჰერო თავდაცვის სისტემების, რაკეტებისა და დრონების შეძენასაც. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ამ ფორმატით ოფიციალური პარიზი ომში მყოფი მოკავშირე ქვეყნის გრძელვადიანი საჰაერო და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ცდილობს.
ზელენსკიმ შეთანხმებას “ისტორიულად გამაძლიერებელი” უწოდა და აღნიშნა, რომ გარიგება საფრანგეთსა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობას ახალ, უფრო სიღრმისეულ ეტაპზე გადაიყვანს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ აიღებს კონტრაქტის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობას, თუმცა ფრანგული მხარე მიანიშნებს, რომ პროცესში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები და გაყინული რუსული აქტივები შეიძლება იქნეს გამოყენებული.
























