მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ ახალი ANTONOV AN-225-ის მშენებლობა დაიწყო

636a17d343cff
გიორგი თოლორდავა
08.11.22 13:00
706
უკრაინული საავიაციო კომპანია Antonov-ის გენერალური დირექტორის, ევგენი გავრილოვის განცხადებით, უკრაინამ ახალი AN-225 Mriya-ს მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო.

გავრილოვის ცნობით, ამჟამად მუშაობის პროცესი მსოფლიოს უდიდესი სატვირთო თვითმფრინავის დიზაინსა და ტექნიკურ მონახაზზე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, ქარხანა უშუალოდ პროტოტიპის აწყობის ეტაპზე გადავა.

შეგახსენებთ, რომ AN-225 Mriya („ოცნება“) – მსოფლიოს უდიდესი სატვირთო თვითმფრინავი იყო, რომლის ერთადერთი ეგზემპლარი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში, ერთ-ერთ დაბომბვას ემსხვერპლა. 175-ტონიანი Mriya კიევის მექანიკურ ქარხანაში აიწყო, 1980-იან წლებში. თვითმფრინავს ასობით მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული ასაფრენი წონისა და ტვირთამწეობით – Mriya-ს 250 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეეძლო.

გავრცელებული ცნობებით, ახალი Mriya წინამორბედზე დახვეწილი და მძლავრი იქნება, რაც მას ახალი მსოფლიო რეკორდების დამყარების შესაძლებლობას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ახალი თვითმფრინავის მშენებლობის პროცესში ჩართულია ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონიც, რომლის საავიაციო კომპანია Virgin Atlantic-ი უშუალოდ იღებს მონაწილეობას დიზაინის შედგენის პროცესში.

რა იქნება ახალი თვითმფრინავის ზუსტი ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მის მშენებლობაზე დაახლოებით 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები