მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ Bolero & Company-ის დამფუძნებელი ვახტანგ კარიჭაშვილი სანქციების სიაში შეიყვანა

ვახტანგ კარიჭაშვილი

უკრაინამ საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი ვახტანგ კარიჭაშვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი ჩანაწერი sanctions.nazk.gov.ua-ს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

როგორც ვებვერდზე არის განმარტებული, სანქცირება კარიჭაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირებს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ, უკრაინაში ასევე სანქცირებულთა სიაშია.

ამასთანავე, ვებგვერდზე მითითებულია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილის ჰოლდინგი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია.

რაც შეეხება ვახტანგ კარიჭაშვილისა და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირებს, რეესტრის თანახმად, კარიჭაშვილი ფლობს 50%-იან წილს სასტუმრო "მელიქიშვილი ინში", რომელსაც უჩა მამაცაშვილის საინვესტიციო ჰოლდინგი Middle Seas Capital აშენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები