კომპანია "უკრტრანსგაზი"-ის პრესმდივნის მაქსიმ ბელიავსკის განცხადებით, ქვეყანამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ევროპიდან გაზის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა და თითქმის გააორმაგა, - აღნიშნულის შესახებ წერს "რია ნოვოსტი".
უკრაინის გაზსაცავებში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში 0.6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ჩაიტუმბა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ოთხი თვის განმავლობაში, ბუნებრივი აირის მოპოვების უმნიშვნელო 1.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 6.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იყო მოპოვებული, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 1.5% -ით მეტია.
როგორც ცნობილია, ყველაზე დიდი რაოდენობის ბუნებრივ აირს - 32.5 მილიონი კუბური მეტრს უკრაინა სლოვაკეთიდან იღებს.

























