დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალურმა ძალების (ССО) ქვედანაყოფმა Deep Strike-მა იერიში მიიტანა რუსეთის უმსხვილეს საწარმოზე, ომსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინაის სპეცსამსახურები ავრცელებენ.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დაფარულმა მანძილმა 3 000 კილომეტრს მიაღწია, რაც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული ყველაზე შორი და მასშტაბური დარტყმაა.
იერიშის შედეგად დაზიანდა ქარხნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი. ეს არის საწარმოს საკვანძო ტექნოლოგიური მოდული, რომელზეც დამოკიდებულია გადამუშავების ყველა შემდგომი ეტაპი, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს სხვა დანადგარებს პირველადი ნედლეულით.
ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციაში უმსხვილესია. მისი წლიური სიმძლავრე 21 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს. საწარმო აწარმოებს მაღალოქტანურ ბენზინს (მათ შორის AI-92, AI-95, G-Drive 100), ევრო-5 კლასის დიზელის საწვავს და საავიაციო ნავთს.
გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებს ისეთ ნავთობქიმიურ პროდუქციას, როგორიცაა ბენზოლი, პარაქსილოლი და ორთოქსილოლი. ომსკის საწარმოს რუსეთში ნავთობის გადამუშავების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და ის პირდაპირ მონაწილეობს რუსეთის საოკუპაციო არმიის საწვავით უზრუნველყოფაში.



























