მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინამ პუტინის ნათესავებს და კრემლთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

ზელენსკი
BM. GE
24.08.25 13:54
470

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის ნათესავებსა და კრემლთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ხელი 2 განკარგულებას მოეწერა და ჯამურად 139 პირი თუ დაწესებულება დასანქცირდა. აღსანიშნავია, რომ ზელენსკის მიერ დღეს დასანქცირებულ პირებს ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები წლის დასაწყისში კანადამაც დაუწესა.

პრეზიდენტის განკარგულებით, დასანქცირდნენ: ვლადიმერ პუტინის ყოფილი მეუღლე, ლუდმილა ოჩერეტნაია, მისი ძმა, არტურ ოჩერეტნაია. ასევე პუტინის ბიძაშვილი მიხაილ პუტინი და სხვა ბიძაშვილის შვილი, მიხაილ შელემოვი. სანქციები შეეხო რუს ბალეტ-მაისტერს, იგორ ზელენსკის. აღნიშნულ პირებს უკრაინაში არსებული აქტივები გაეყინათ. ამასთან, მათ შეეზღუდათ ქვეყანაში შესვლა და ნებისმიერ სახის ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება.

მეორე დადგენილებით პრეზიდენტმა უცხოეთის მოქალაქე 28 პირი დაასანქცირა. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მართვაში ეხმარებიან. ზელენსკიმ მათ რუსეთის სპონსორები უწოდა. ამასთან, შავ სიაში მოხვდნენ ისეთი რუსული კომპანიები, როგორებიცაა Arnest Group-ი, Baltika, Unipro და Oteko. გაიყინა მათ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. შეიზღუდა უკრაინაში ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ისინი უკრაინულ კომპანიებთან ვეღარასდროს ითანამშრომლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები