მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინამ რუსეთის ქიმიკატების უმსხვილეს საწარმოზე მიიტანა იერიში, რომელიც საზღვრიდან 1,600 კმ-შია

უკრაინული დრონები

გასულ ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მიზანში რუსული ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ობიექტები ამოიღეს. საუბარია ორსკის ნავთობგადამმუშავებელ ობიექტსა და ქიმიკატების უმსხვილეს საწარმო Azot-ზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1,600 კილომეტრით არის დაშორებული. პერმის ოლქში დრონების შეფრენისა და ნავთობგადამმუშავებლის დაზიანების კადრები სოციალურ ქსელშიც კი გამოჩნდა. ვიდეოში ჩანს, როგორ მიფრინავს და ეჯახება უპილოტო საფრენი აპარატი ობიექტს. შემდეგკი საწარმოდან შავი კვამლი ამოდის.

აღსანიშნავია, რომ ნავთობგადასამუშავებელ ობიექტზე მიტანილმა იერიშმა მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო. მან საქმიანობის განახლება უკვე შეძლო. არაეფექტური გამოდგა აფეთქება ქიმიკატების უმსხვილეს რუსულ საწარმოზეც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული ობიექტია და პერმის ოლქში მდებარეობს. ის აწარმოებს პროდუქტებს, რომლებიც არამხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების, არამედ თავდაცვის ინდუსტრიისთვისაა გამოსადეგი. საუბარია აზოტის სასუქებზე და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. სწორედ ეს მრავალმხრივი შესაძლებლობა გახდა უკრაინული მხარის მიერ Azot-ის მიზანში ამოღების სურვილი, თუმცა შეტევამ ამჯერად შედეგი ვერ გამოიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები