უკრაინამ ხარკოვზე კონტროლი დაიბრუნა – ინფორმაციას BBC რეგინის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლეგ სინიეჰუბოვმა სოციალურ ქსელ Telegram–ში დაპოსტა.
"ხარკოვზე სრული კონტროლი ჩვენ გვაქვს! შეიარაღებული ძალები, პოლიცია და თავდაცვის ძალები მუშაობენ და ქალაქი მტრისგან სრულად იწმინდება", – წერს გუბერნატორი.
რუსი სამხედროები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში ღამით შევიდნენ. ვრცელდებოდა რუსი და უკრაინელი სამხდეროების ბრძოლის კადრები. BBC იტყობინება, რომ ხარკოვზე კონტროლის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მათ მოქალაქეებმაც დაუდასტურეს.

























