მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინას მხარს დავუჭერთ, სანამ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის იქნება საჭირო - ევროპული კომისია

232

ევროპული კომისია უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინას და მის ხალხს მხარს დაუჭერს, სანამ ეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის იქნება საჭირო.

"დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.

ჩვენ ვზეიმობთ ერს, მის ხალხს და მათ თავისუფლების არჩევანს.

მათ, ვინც მამაცურად ეწინააღმდეგება რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს.

ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მხარს დავუჭერთ მანამ, სანამ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის იქნება საჭირო.

დიდება უკრაინას!",- წერს ევროპული კომისია.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში სათავო ოფისი უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები