მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინასა და BAYKAR BAYRAKTAR-ს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა

644fc8622829b
გიორგი თოლორდავა
01.05.23 22:00
665
სტამბოლში გამართულ ტექნოლოგიურ სამიტ Teknofest 2023-ზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და Bayraktar-ის ტიპის დრონების მწარმოებელი კომპანია Baykar-ს შორის სამი ახალი ხელშეკრულება გაფორმა.

დელეგაციის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება მინიმუმამდე შეამცირებს თურქეთ-უკრაინას შორის არსებულ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ომში მყოფი ქვეყნისთვის მაღალტექნოლოგიური უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების პროცესს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან თურქული წარმოების დრონები აქტიურად არიან ჩართული უკრაინის დაცვის პროცესში. ფრონტის წინა ხაზზე ხშირად ვხედავთ Baykar-ის მოიერიშე დრონ Bayraktar TB3-ს, რომელიც უმოკლეს პერიოდში ნამდვილ გლობალურ სენსაციად იქცა.

TB3-ის წარმატების ფონზე, გასულ წელს Baykar-მა უახლესი გამანადგურებლის კონცეპტი წარმოადგინა, რომლის სახელწოდება Kizilelma იქნება და მან კონკურენცია ავიაგამანადგურებლებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს უნდა გაუწიოს.

საერთო ჯამში, გასულ 2022 წელს თურქეთმა ექსპორტზე 4.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა გაიტანა, რაც ქვეყნის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. Baykar-ის პროდუქციაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა, ბუნებრივია, უკრაინაშია.


ვრცლად თურქული წარმოების დრონებისა და Baykar Bayraktar-ის წარმატების შესახებ წაიკითხეთ აქ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები