უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. როგორც უკრაინის რადას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტი ხელის მოწერიდან 60 დღეში ძალაში შევა.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მხარეებს შორის 2019 წლის იანვარში გაფორმდა.
როგორც ცნობილია, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საშუალებას მისცემს უკრაინულ, ასევე ებრაულ ბიზნესს საბაჟო ტარიფების გარეშე მოახდინონ პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი. აქამდე სხვადასხვა სახის პროდუქციაზე ისრაელს უკრაინისთვის საბაჟო ტარიფი 80 %-ით ჰქონდა განსაზღვურლი, ხოლო უკრაინას - 70%-ით.
უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ახალი გადაწყვეტილება ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ბრუნვას წელიწადში 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.

























