მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა - პრემიერი

612231ecc95e9
BM.GE
22.08.21 15:17
588
უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს ჩვენს ქვეყნებში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

“მინდა აღვნიშნო, რომ COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი.


“რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა უკვე, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი. ასევე, ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ ერთობლივად იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. და აღნიშნა, რომ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები