მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში გასაგზავნ 1.5 მლნ ლარის გენერატორებს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის

გარემოს დაცვა

უკრაინაში გასაგზავნი გენერატორების შესყიდვა ენერგეტიკის განვითარების ფონდს დაევალა. "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, გენერატორების საყიდლად საჭირო 1.5 მლნ ლარს ეკონომიკის სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

"დაევალოს სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს სხვადასხვა ტიპის გენერატორების შესყიდვა (ტვირთის უკრაინაში, კიევში ტრანსპორტირების ჩათვლით), უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის გადაცემის მიზნით, შემდგომში უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის უზრუნველსაყოფად.

დაევალოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, სს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გაწეული სრული აწ/და ნაწილობრივი ხარჯების ანაზღაურებისთვის, კერძოდ, არაუმეტეს 1 500 000 ლარის გამოყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის გადაცემა", - წერია განკარგულებაში.

ცნობისთვის, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. 2023 წელსაც, უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა. აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილი იყო, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები