მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინაში გეგმავდნენ მიმალვას"- მარია ზახაროვა ტერაქტში დაკავებულებზე

მოსკოვი

პარასკევს ღამით მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ISIS-მა აიღო. უცხოური მედიის ცნობით, რუსეთი ტერაქტში უკრაინულ კავშირებს ეძებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკიმ, თავდასხმაში კიევის მონაწილეობა უარყო - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

“ეფესბის” განცხადებით დაკავებული “ოთხივე ტერორისტი” უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდებოდა და თითოეულ მათგანს კავშირი ჰქონდა უკრაინასთან.

მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, საკუთარ Telegram არხზე გამოეხმაურა.

“უკვე ვიცით რომელ ქვეყანაში აპირებდნენ ტერორისტები სამართალდამცველებისგან დამალვას - უკრაინაში”, - წერს ზახაროვა.

დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი კი აცხადებს, რომ თუ მომხდარში უკრაინაა გარეული, რუსეთმა მას “ღირსეული, მკაფიო და კონკრეტული” პასუხი ბრძოლის ველზე უნდა გასცეს.

გასულ ღამეს მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყნისათვის ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. რუსული მედიის ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 115-ს აღწევს. დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები