მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინაში "მწვანე შაქრის" წარმოება დაიწყეს

მწვანე შაქრის წარმოება

უკრაინულმა აგროჰოლდინგმა Hals Agro-მ, ქვეყნის ისტორიაში პირველად, შაქრის დამზადების პროცესში საკუთარი წარმოების ბიომეთანი გამოიყენა.

„მწვანე“ პროდუქტმა უკვე მიიღო სპეციალური სერტიფიკატი, რაც მას ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის, სადაც შაქრის ქარხნები კვლავ წიაღისეულ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. კომპანიის გენერალური დირექტორის, სერჰი კრავჩუკის განცხადებით, ეს არის სერტიფიცირებული „მწვანე“ შაქარი, რომლის ანალოგი ევროპაშიც კი იშვიათია.

Hals Agro შაქრის ჭარხალს კიევისა და ჩერნიჰივის ოლქებში მდებარე ორ ქარხანაში ამუშავებს, რაც წლიურად 480 000 ტონა მოსავლის გადამუშავებას გულისხმობს. კომპანიამ ბიომეთანის წარმოება ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო და 2025 წლიდან ევროკავშირში სუფთა საწვავის ექსპორტზეც გავიდა. ამჟამად საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 3 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, წელს კი ჰოლდინგი ანალოგიური სიმძლავრის მეორე ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს.

შეგახსენებთ, 2025 წელს უკრაინულმა მწარმოებლებმა, მათ შორის Hals Agro-მ, MHP-მ და VITAGRO-მ, ევროკავშირში ბიომეთანის პირველი ექსპორტი განახორციელეს. სუფთა საწვავის ჯამურმა საექსპორტო მოცულობამ 11 მილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები