მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ღონისძიება გაიმართა

5e41482d12210
BM.GE
10.02.20 22:20
610
უკრაინაში, საქართველოს საელჩოში საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ, ამ მიმართულებით მთავრობის, კერძოდ კი ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც ისაუბრა იმერეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები