მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ ლისკი კიევში $240-მილიონიანი ინვესტიციით შუშის ქარხნის აშენებას გეგმავს

მინა შუშა უკრაინა

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ ლისკი, რომელიც საინვესტიციო ფონდ EFI Group-ის მფლობელია, კიევის რეგიონში ფანჯრის მინა-პაკეტების ქარხნის აშენებას გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 240 მილიონი დოლარია.

უკრაინულ მედიასთან ბიზნესმენმა განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.

ლისკის ინფორმაციით, ის გეგმავს 80 მილიონი დოლარის ინვესტიციას პროექტისთვის საჭირო 240 მილიონი დოლარიდან. ასევე იგეგმება ევროპული აღჭურვილობის მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, თუმცა დარჩენილი თანხების მოზიდვისთვის ბიზნესმენის მცდელობები სირთულეებს წააწყდა.

ყველაზე დიდი პრობლემა არ არის ხალხი ან ტექნოლოგია, ეს არის პროექტების დაფინანსების გაზრდა, განაცხადა ლისკიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა მინა-პაკეტების უდიდეს ნაწილს იმპორტით ყიდულობს, შესაბამისად, ახალი ქარხანის აშენება იმპორტის ჩანაცვლებას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები