მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინელი მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – სპეცოპერაცია კიევში

5d550e2014524
მიხეილ ხაჩიძე
15.08.19 14:10
9727

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის  ხელმძღვანელობით, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.

ძალოვანებმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იური გრიმჩაკი და მისი თანამზრახველი ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. საუბარია 1,1 მილიონი ამერიკულ დოლარზე, რომელსც ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ქრთამის სახით იღებდა.






როგორც უკრაინული მედია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე დაყრდნობით იტყობინება, მინისტრის მოადგილე და მისი თანაშემწე გამოაშკარავდნენ და დააკავეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც განსაკუთრებით დიდი მასშტაბით თაღლითობას ორგანიზებული ჯგუფის მიერ გულისხმობს.
 


"აღნიშნულმა პირებმა სამსაუხრებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბეს, გავლენა მოახდინეს იურიდიულ პირზე და მისგან სარგებლის სახით 1,1 მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვეს, ფაქტზე აყვანისას ისინი წინასწარი სახით $480 -ს იღებდნენ", - იუწყება უკრაინული პრესა.

უკრაინის მედიის ცნობით, საქმეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი იძიებს, რომელშიც ასევე ანტიკორუფციული ბიურო და უსაფრთხოების სამსახურია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები