მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უკრაინის ალტერნატივად ევროპის ქვეყნებს განვიხილავთ” - არის თუ არა ქვეყანაში თამბაქოს დეფიციტი?

624f13183883c
ანუკა ჯოხაძე
07.04.22 23:40
1381
ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოში გარკვეული ბრენდის თამბაქოს ნაწარმი დეფიციტური გახდა. მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომია, რადგან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი ძირითადად უკრაინიდან შემოდიოდა. საომარი მოქმედებების გამო კი დღეს თამბაქოს ექსპორტი უკრაინიდან სრულად შეჩერებულია.

კომპანია “ფილიპ მორისში” ამბობენ, რომ პროდუქციის დეფიციტი არაა და დღეს მათი პროდუქტების შეძენა ქვეყნის უმეტეს სარეალიზაციო ქსელშია შესაძლებელი. რაც შეეხება უკრაინის ბაზარს, “ფილიპ მორისში” განმარტავენ, რომ უკრაინის ალტერნატიულ ბაზრებზე რამდენიმე ევროპული ქვეყანა განიხილება.

“ამ ეტაპზე, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალ“-ის თამბაქოს პროდუქტები ხელმისაწვდომია გაყიდვის უმეტეს წერტილებში საქართველოს მასშტაბით. ვმუშაობთ აქტიურად, რომ პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნას.

“ფილიპ მორის უკრაინა“ თამბაქოს პროდუქტების ექსპორტს 11 ქვეყანაში ახორციელებდა, მათ შორის: საქართველოში, სომხეთში, მოლდოვაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იაპონიაში. უკრაინის ქარხანაში წარმოებული პროდუქტების 50%-ზე მეტის კომერციალიზაცია (ექსპორტი) უკრაინის ფარგლებს გარეთ ხდება.

თამბაქოს პროდუქტები, რომლებიც საქართველოს ბაზრისთვისაა განკუთვნილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება, მათ შორის უკრაინაშიც. ამ ეტაპზე უკრაინის ალტერნატივად რამდენიმე ევროპულ ქვეყანას განვიხილავთ", -აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები