მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად ევროკავშირი უნგრეთს €13 მილიარდს განუბლოკავს

ვიქტორ ორბანი

გაზრდილი ბიუჯეტისა მხარდაჭერისა და უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ ევროკავშირი მზად არის, უნგრეთს აღუდგინოს წვდომა ამ დრომდე დაბლოკილ ფინანსებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Time-ს ავრცელებს.

Financial Time-ს ინფორმაციით,  ევროკომისია ნოემბრის ბოლომდე უნგრეთისთვის 13 მლრდ დოლარს განბლოკავს.  გასული დეკემბრიდან გაყინული თანხების გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გამარჯვებას ნიშნავს, რომელმაც პირობა დადო, რომ არ დათანხმდება ევროკავშირის ბიუჯეტის რაიმე ზრდას, სანამ მისი ქვეყანა არ მიიღებდა დაბლოკილ ფინანსებს. 

“უნგრეთმა მაისში გაატარა სასამართლო რეფორმები ბრიუსელის მოთხოვნების საპასუხოდ - რათა კომისიას განებლოკა 13 მილიარდი ევრო, რაც გაყინული დაფინანსების ნახევარზე მეტია”, - განუცხადეს Financial Time-ს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით.

გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირმა უნგრეთისთვის გამოყოფილი 22 მლრდ ევრო გაყინა, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ ის არ იცავდა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის წესებს. Ეს თანხა გამოყოფილი იყო იმ 27 ქვეყნის ბლოკის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებსაც არ შეეძლოთ დაეფარათ საინვესტიციო ხარვეზები და გაეუმჯობესებინათ ინფრასტუქტურა.

ცნობისთვის: ევროკავშირში ცდილობენ მიაღწიონ კონსენსუსს ახალი, 66 მილიარდი ევროთი გაზრდილ ბიუჯეტზე, რისთვისაც თითოეული წევრის თანხმობაა საჭირო.  გაზრდილი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი რესურსის უკრაინის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული. საუბარია ჯამურად 50 მილიარდი ევროს დაფინანსებაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები