მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის დედაქალაქი ბლოკადისთვის ემზადება – ორი კვირის საკვების მარაგი შევსებულია

622dd9ce03a4b
BM.GE
13.03.22 15:44
1278
უკრაინის დედაქალაქი კიევი, როგორც ჩანს, ბლოკადისთვის ემზადება. აუცილებელი პროდუქტების ორკვირიანი მარაგი ორი მილიონი კიეველისთვის, რომლებიც ქალაში დარჩნენ, მომარაგებულია. ამის შესახებ საუბარია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამ განცხადებაში.

"ქალაქი მოემზადა შესაძლო ბლოკადისთვის. ის 2 მილიონი კიველი, რომელმაც არ დატოვა საკუთარი სახლი, მარტო არ დარჩება სიტუაციის გართულების შემთხვევაში. ქალაქის მთავრობამ ბიზნესთან კომუნიკაციით გააკეთა მაქსიმუმი, რათა გაიხსნას მაღაზიები და აფთიაქები, ხოლო ფასები ხელმისაწვომი დარჩეს",– ნათქვამი იყო განცხადებაში.

აქვე კიევი მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მოახერხეს დიდი და პატარა მაღაზიების მომარაგება მნიშვნელოვანი საქონლით.